კლიმატის კვირეული საქართველოში



დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებებით, რომლის მიზეზს დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზების კონცენტრაციის ზრდა წარმოადგენს დღეისათვის უდავოა, რომ კლიმატის ცვლილება, ყველა პერიოდისაგან განსხვავებით, გამოწვეულია უშუალოდ ადამიანის საქმიანობით და დაკავშირებულია ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციასთან.



კლიმატის ცვლილებამ უახლოეს ხანებში შეიძლება დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, ამიტომ მსოფლიოს ლიდერებმა დროული და ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. კლიმატის ცვლილებების ეხებოდა მეხიკოში 2010 წლის დეკემბერში ჩატარებული გაეროს ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 16 კონვენცია“, რომელზეც მოხსენებით წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი. განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის ახალი და სუფთა წყაროების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება, მაღალტექნოლოგიურ სატრანსპორტო საშალებების, ეკოლოგიური საწვავის და ოპტიმალური სატრანსპორტო დერეფნების, მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზეზი იყო სამიტის ძირითადი თემა.
17-24 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ საქართველოს მწვანეებმა გაეროს თბილისის მერის და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნეს კლიმატის კვირეული, აღნიშნულ პროექტში წარმატებით ჩაერთნენ სენაკის საჯარო სკოლები, უფრო მეტიც 1 და კერძო სკოლა–ლიცეუმის მოსწავლეებმა ეკოკლუბიც კი შექმნეს თავიანთ სკოლებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, სწორედ ეკოკლუბის წევრებისათვის სპეციალურად ჩაატარა სემინარი რეგიონალურ რესურსცენტრ ,,ხამისკურის“ დამფუძნებელმა, რომლის მხარდამჭერი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი თენგიზ ადამია გახლდათ. სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და რესურსცენტრ ,,ხამისკურის“ დამფუძნებელმა როსტომ გამისონიამ საინტერესო სემინართან ერთად განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის ახალი და სუფთა წყაროების სადემონსტრაციო ნიმუშები წარუდგინა მოსწავლეებს.
საქართველოში კარგად არის შესწავლილი და შეფასებული განახლებადი ენერგორესურსები,– მათი სეზონურობა, სტაბილურურობა და სხვა მახასიათებლები. საქართველოში უკვე ინერგება ენერგიის განახლებადი წყაროების – მზის ბიომასის და სხვა ენერგიები, მათ შორის სენაკშიც, რომელსაც პოპულარიზაცია და ფართოდ დანერგვა სჭირდება.
აუცილებელია საზოგადოების ფართო ფენები დავინტერესდეთ კლიმატის ცვლილებების საკითხებით და ერთად ვიზრუნოთ მის შემარბილებელ ღონისძიებების გატარებისათვის

ჩვენ გარემოს გადავარჩენთ.